“ნაციონალური მოძრაობა გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე შოუს მოსაწყობად ემზადება”

„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი რურუას ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დიდი შოუს მოსაწყობად ემზადება, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ექსპერტი გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ნუგზარ წიკლაურის, გიგი უგულავას, ელენე ხოშტარიას, ზურა ჭიაბერაშვილის, გიორგი გაბაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვას ეხმიანება.

,,ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული „პატივცემული„ გვამები, ვერანაირად ვერ იქნებიან მიუკერძოებელი და სიმართლის მთქმელი მოწმეები. როგორც ჩანს ნაცმავნებლები, ვერანაირად არ იშლიან პროვოკაციებისა და სკანდალების მოწყობის მათთვის სისხლხორცეულ სტილს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ რადიკალიზმსა და რევოლუციურ მისწრაფებას. აღნიშნული მოთხოვნა უდავოდ შორსაა პოლიტიკურ პროცესებიდან და დღითიდღე დანაშაულებრივ ელფერს იძენს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.