ნატალია ქუთათელაძე ნაცებს სვავებს უწოდებს – ”რევოლუცია გინდათ”

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ფეისბუქში წერს:

,,გადადექი”-ს ძახილით რა შეიცვლება? მართლა მაინტერესებს და იქნებ ამიხსნათ. მესმის, რომ ნაცებს რევოლუცია გინდათ და არც ერთ შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ პატარა არეულობაზე ეგრევე სვავებივით გაჰკივით ,,გადადექი”-ს, მაგრამ პრიორიტეტი რა არის დღეს? ღარიბაშვილის ჩანაცვლება იგივე მარიონეტით? თუ შიდა არეულობა (რომელიც არ გვაკლია), თუ საქართველოს ევროკავშირში მოხვედრის მოთხოვნა?”