ორსულმა გოგომ, რომელიც მარიუპოლის სამშობიარო სახლში ჭურვებს გადაურჩა, ქალიშვილი გააჩინა

მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო სახლის ფოტოზე დაფიქსირებულმა ორსულმა გოგონამ ქალიშვილი გააჩინა.

ამის შესახებ ჟურნალისტმა ოლგა ტოკარიუკმა „ტვიტერზე“–ზე დაწერა.

მისი თქმით, ახალგაზრდა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ისინი მარიუპოლში რჩებიან – სახლში გათბობის გარეშე, სადაც განუწყვეტელი აფეთქებების ხმა ისმის.

„მარიანას ნათესავისგან გავიგე, რომ გოგონას მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოდან გუშინ, საღამოს 10 საათზე, გოგონა შეეძინა! ისინი კარგად არიან, მაგრამ მარიუპოლში ძალიან ცივა და დაბომბვა არ წყდება.“– წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა, მარიუპოლის სამშობიარო სახლი დაბომბეს. დაბომბვის შემდეგ, გავრცელდა შემზარავი კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ ორსული გოგოები გადარჩენას. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი პატარა გოგონა, დაშავდა 17 მშვიდობიანი მოქალაქე.