“ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე…” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნიკა გვარამიას

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში პასუხობს.

“ძალიან ბნელა საქართველოში. რომ გვგონია რომ ესა და ეს ადამიანი აზრზე მოსულია და ა.შ., ხშირად ის ხრჩოლავს და აბნელებს ბნელებზე უარესად და კვერის დამკვრელებიც ოხრად ჰყავს.

ჟურნალისტი რომ გქვია და არხის მმართველი და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის, უნეტარეს ეპიფანეს აქტივობები არ იცი პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ ამ ორი კვირის მანძილზე, როცა ყოველდღე ანტიპუტინისტურ-ანტიკრემლისტურ განცხადებებით ლაივშია, პოსტებს დებს, დაჭრილებთან მიდის და კიევის კათედრალში ლოცვებს აღავლენს, და მაინც კითხულობ რატომაა ჩუმადო ომის დაწყების მერეო, ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე…Nika Gvaramia” – წერს ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს ეპიფანეს (დუმენკო) რუსეთის აგრესიას მისი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.