„ვიკვებები ისე, როგორც მე მინდა; მთავარია, დილით ეს ორი რამ არ დამავიწყდეს“

ტელეწამყვანი და ტანვარჯიშის აკადემიის მფლობელი ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, ქეთი წონის კლებისა და კვების რაციონის საკუთარ გამოცდილებასა და რუტინას გულშემატკივრებს უზიარებს:

„ბოლო რილსის შემდეგ ბევრი მეკითხებით, მე როგორ ვიკვებები. მოკლედ დავწერ, ვიკვებები ისე, როგორც მე მინდა. მთავარია, დილას წყალი, კარგი, ნოყიერი საუზმე. სადილზე ვცდილობ ნახშირწყლები იყოს და შუადღის მერე ცომს და ტკბილს აღარ ვჭამ.

საღამოს მსუბუქი ვახშამი ან მხოლოდ ცილა. შეამცირეთ პორციები, განსაკუთრებით, ვახშამზე. ეს ძალიან კარგი ხრიკია.

დააკვირდით თქვენს ორგანიზმს, მეტაბოლიზმს, შეისწავლეთ 

შეგრძნებები, მაგალითად, მადას რა გიქვეითებთ. ორი ერთნაირი ორგანიზმი არ არსებობს. ამიტომ დაგუგლეთ, წაიკითხეთ, რა არის სწორი, ჯანსაღი კვება და მოირგეთ ინდივიდუალურად. დაიხმარეთ პროფესიონალი ფიტნესმწვრთნელები“ – წერს ხატიაშვილი.