“ეკა ხერხეულიძე და ბოცო წიკლაური ეთანხმებიან?”

სულ გარეკეს შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციაში, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

“სულ გარეკეს შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციაში. მკვლელი და სამეგრელოს მაოხრებელი ჟორიკა (გიორგი) რურუა თურმე ოპოზიციის ლიდერი ყოფილა. ასე ამბობს ნაცების სავარაუდო ლობისტი, საერთაშორისო მიმოხილველი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი:
“ქართულმა ოცნებამ” აჩვენა სურვილი კომპრომისისა, ახლა კი უნდა გაანთავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და გატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა. ქართული დემოკრატია არის ძლიერი და სარგებელს აუცილებლად მიიღებს კონკურენტული არჩევნებიდან ოქტომბერში.
ეკა ხერხეულიძე და ბოცო წიკლაური ეთანხმებიან? არც გამიკვირდება თუ დაეთანხმნენ. დღეს ხომ ოპოზიციაში გუბაზობა და ბერძენიშვილობა “კარგ ტონად” ითვლება…”, – წერს გია აბაშიძე.