“მის თვალებში იყო დიდი სინანული, სევდა და ქართველის დანახვაზე სიხარულის რაღაც ნაპერწკალიც”

პროდუსერი გიორგი ხაბურზანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რამოდენიმე დღის წინ, კანში, დაცვის ქალმა თანამშრომელმა, რომელიც საშვს ამოწმებდა, სახელი გიორგი რომ წაიკითხა მკითხა რუსული იციო? მე გავღიზიანდი, საქართველოში რუსულად არ ვლაპარკობთქო და საერთოდ რუსულად რატომ უნდა ვილაპარაკო, როდესაც რუსეთი ასეთ საშინელებებს სჩადის უკრაინაშითქო, (ეს ტექსტი სხვაგან სადაც რუსულად მოგვმართეს როგორც პოსტ-საბჭოელებს იქიდან უკვე გამზადებული მქონდა) სევდიანი თვალები გაუბრწყინდა ამ ქალს და მითხრა არა არა, მეც ვერ ვიტან რუსეთს, ინგუში ვარ “ბრატსკი ნაროდ” და რუსეთი ჩვენი მტერიც არისო. პირბადე ეკეთა და ამიტომ მისი ისედაც ექსპრესიული შავი თვალები კიდევ უფრო კარგად დამამახსოვრდა. შეიძლება ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაციაა, მაგრამ მის თვალებში იყო დიდი სინანული, სევდა და ქართველის დანახვაზე სიხარულის რაღაც ნაპერწკალიც. სევდა იმიტომ რომ მისი ქვეყანა ბოლომდე დაპყრობილია რუსეთის მიერ, სინანული იმიტომ რომ როგორც ყველა კავკასიელს, ალბათ ენატრება თავისი სამშობლო და ემიგრაციაში უწევს საფრანგეთში სეზონურ სამსახურში მუშოაბა და სიხარული კი იმიტომ რომ საქართველო მისთვის მოძმე ქვეყანაა და რადგან საქართველომ შეძლო და მოიპოვა დამიუკიდებლობა მონსტრი რუსეთისგან, შესაძლებელია ეს ინგუშეთსაც გამოუვიდეს ოდესმე. დღეს 9 აპრილია და ჩვენ იმ ინგუში ქალისიგან გნსხვავებით, რომლის სამშობლოც დამონებული ყავს რუსეთს, დამოუკიდებელ და თავისუფალი ქვეყანაში ვცხოვრობთ! ეს უდიდესი მონაპივარია, რომელსაც დაცვა, გაფრთხილება და დაფასება სჭირდება! Გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”