„მიშა ჭიაურელი მარტოხელა მგელივით ისევ უკრაინაშია. დღეს იგი ბუჩაში ჩავიდა…“

მანანა დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც რეჟისორ მიშა ჭიაურელს ეხება – ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბუჩას მერს პირადად შეხვდა:

„ეს სულ ცხელ-ცხელი, დღევანდელი სურათებია. მიშა ჭიაურელი მარტოხელა მგელივით ( ბებერი მგელი, აკელა) ისევ უკრაინაშია. დღეს იგი ბუჩაში ჩავიდა. გაგიკვირდებათ და ეს გაწკრიალებული ტერიტორია ბუჩაში გადარჩენილი  ეკლესია და აღდგენილი სკვერია. ქართულ დროშაში და მიშას მკლავებში გახვეული ქალბატონი კი – ქალაქის ვიცე-მერი. იგი მიშას მომავალი ფილმის გადაღებაში ეხმარება. ხალხმრავლობას რომ ხედავთ, ეს ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ ეკლესიასთან. ბოლოს კი ჩვენი დროშა,  მამაცი ბუჩელების ხელმოწერებით.

ჰოდა, ეს არის დაუმარცხებელი და ბოროტებასთან  შეურიგებელი უკრაინული სული და ეს არის ჭეშმარიტი დოკუმენტალისტი რეჟისორი, რომელსაც არც ასაკი ბოჭავს, არც გაბმული სირენები და არც   ყუმბარების ცვენა ზეციდან. მშვიდობის ელჩია დედამიწაზე“.