“ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ოღონდ ჯერ არა, რადგან შენი 3 პატარა ანგელოზი გასაზრდელი მყავს!”

მწვანეთა პარტიის” ლიდერი, გია გაჩეჩილაძე სიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო თაზო, ჩემი ოჯახის ბურჯო, ჩემო საყვარელო ვაჟკაცო. რამხელა ტრაგედიაა, როცა შენისთანა ახალგაზრდა, რომლიც მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით ცხოვრობდა ბედის უკუღმართობის გამო ტოვებს აქაურ სამყაროს. ჭეშმარიტება ყოფილა, რომ უფალს მხოლოდ რჩეულები მიჰყავს!

ძალიან ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ოღონდ ჯერ არა, რადგან შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი მყავს!

ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ჩემი სიძის, თამაზ ინწკირველის ტრაგედია გულთან მიიტანა და გულწრფელად გამოხატა თანაგრძნობა!“, – წერს გია გაჩეჩილაძე.