“ენატრება მამიკო” – ეკა ხერხეულიძე ელის-მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ელის-მარია მამის ფოტოს ტელევიზორში უყურებს.

“ენატრება მამიკო”, “ცოდო არ არის ეს ანგელოზი მამის გარეშე?”, – წერენ კომენტარებში.

ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა.

მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა 

და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.