„თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს…“

ცნობილი ბლოგერი, გივიკო დიდია, რომლის გვერდით გურიის შესახებ შესანიშნავ ვიდეოებს ამზადებს, ჟურნალ„ სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რატომ მიიღო ამგვარი ბლოგის შექმნის შესაძლებლობა:

„ჩემი ბლოგი ჯერ სიმღერით გახდა პოპულარული, მაგრამ ბებიას და შვილიშვილის ურთიერთობამ სრულიად საქართველო მოიცვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი თვალით დანახული გურია გამეცნო მაყურებლისთვის. ნამდვილად არ ველოდი საზოგადოებისგან ამხელა ინტერესს. ყოველთვის გულწრფელი და ვფიქრობ, შედეგი არის საუკეთესო. ვცდილობ, ყველაფერში დავინახო კარგი და ლამაზი. ყოველდღე ვეუბნები ადამიანებს, რომ სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია, რომ ბედნიერება ყველაფერშია. მთავარია, მისი დანახვა და შეგრძნება შეძლო.

მთელი ბაღნობა ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი… თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს… თბილი და უბოროტო ბაღანე ვიყავი, დღესაც ამფერი ვარ. რაც შეეხება იმას, რაფერი შვილიშვილი ვარ, მეც მინდა მყავდეს ერთი გივიკო სიბერეში“.