“მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერის სისხლიანი გზა ოპოზიციის ლიდერობასთან ჩერდება”

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიორგი რურუას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მიესალმება კონსტიტუციაში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს.

„მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერის სისხლიანი გზა, რომელიც მოიცავს ამოხოცილ თორაძეებს, პალატაში ჩაცხრილულ ალექსანდრე ბალიაშვილს, ფანასკერტელის N17/30-ში დახოცილ ბესიკ მარუაშვილს, ზურაბ მარუაშვილს და გელა ქაფიაშვილს, დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობასთან ჩერდება.

 სწორედ ეს ლიდერი, გიორგი რურუა მიესალმა გუშინ კონსტიტუციაში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს. „მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა“. არც მოგესმათ და არც მოგეჩვენათ!

 თითქოს ამ წერილს საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის მნიშვნელობის სულისკვეთებით წერს. არადა, გამომიშვითო, იხვეწება. დასკვნები თქვენთვის მომინდია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.