“მითხრა, შენ ყველაზე კარგად იცი, რას ნიშნავს, როცა დედა ავად არისო”

ექიმ-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელშიემოციურ პოსტს აქვეყნებს მოზარდზე, რომლის დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

15 წლის მარიამი მთელი დღე მელოდა მოსაცდელში, რომ დედას დროულად დახმარებოდა. ისიც მითხრა, შენ ყველაზე კარგად იცი, რას ნიშნავს, როცა დედა ავად არისო. ისე ნერვიულობდა, რომ დედა კარგად არ ჰყავდა… ჩემთან ერთად შეისწავლა ყველა გამოკვლევა, ყველა ანალიზი, ყველა წამალი და ბედნიერი წავიდა. დედა ახლა კარგად ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ 15 წლისაა, საკუთარი ცოდნით და მონდომებით კემბრიჯში ჩააბარა”, – წერს ღოღობერიძე.