“ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს“

ექიმი ზურა სიხარულიძე ბოლო დროს, ახალგაზრდებში გახშირებულ აგრესიას და სუიციდს აფასებს.

სამწუხაროდ უკვალოდ არაფერი გადის და ილექება მეხსიერებაში იმას რასაც ჩვენ ჩავდივართ – გვეზიზღება ერთმნეთი, ვიბრძვით ძალუფლებისათვის ,ვხოცავთ ერთამენთს და ვაგინებთ ყოველდღე, მედიიდან მოედინება ნეგატივის ზღვა სულ ცუდი ცუდიიიი და არაფერი პიზიტიური არ ხდება.

ეს ყველაფერი ჩვენ შვილებში ილექება და მერე ისინი დაუნდობელები ხდებიან, არ პატიობენ ერთმენთს ერთ სიტყვას, ჩნდება ნარკოტიკი და სასმელი, რომ რაღაცით შეცვალონ თავიანთი ყოფა. ჩნდება აგრესია და ხოცავენ ერთმანეთს, მეტი რა უნდა მოხდეს 19 წლის ბავში მოკლეს, 18 წლის ბავშმა თავი მოიკლა, 18 წლის ბავში წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა და 1000 უბედურება დეპრესია უბედურება უიმედობა არანირი პერსპექტივა.

დაფიქრდით ხალხო, რათ გინდათ რამე თუ ამდენი უბედურებები ხდება ჩვენ ქვეყანაში რისთვის იკლავთ თავს. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს“– წერს სიხარულიძე.