“მეტს ვეღარ უძლებს გული… გთხოვ, დამიბრუნდი“

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა გიორგობიანმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.

გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„ისევ ვეძებ ჩემს შვილს, უკვე მე-5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს. ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი. შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული“, – წერს ხათუნა გიორგობიანი.