“საუკუნეში ერთხელ იბადება მისი მსგავსი”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ბოლო ორი თვეა მიშა არავის გვინახავს რამდენიმე ადამიანის გარდა და მინდა გითხრათ, რომ საწოლიდან ადგომას როცა ახერხებს განსაკუთრებული საჭიროებისთვის, საკუთარი ლანდი ბარბაცით დასდევს და ამ მდგომარეობაშიც რომ გარეთ გამოვიდეს, ორ დღეში დაემხობა ხიხოს ოცნება, ოღონდ გთხოვთ ცრემლიან სმაილს ნუ დადებთ პოსტზე და ნურც ოპოლიდერებს დაამუნათებთ მიშას მსგავსნი რატომ არ ხართო?! ეს მათზე არაა დამოკიდებული, ეს ღმერთზეა დამოკიდებული და ამიტომ საუკუნეში ერთხელ იბადება მისი მსგავსი… ჩვენისთანები ბევრნი იბადებიან იმ ერთს რომ გაჰყვნენ და ამიტომ ახლა იმ ღმერთის რჩეულზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული იმ ერთის გადარჩენა, რომელსაც ორჯერ ვანდეთ ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, განათლება, მომავალი და მომავლის უსაფრთხოება! იმ ერთმა ლიდერმა, დღეს ყველანი ლიდერებად გვაქცია, რადგან შანსი მოგვცა ლიდერის სიცოცხლისათვის გვებრძოლა სამშობლოსთვის!!! #ბრძოლაგამარჯვებამდე”, – განაცხადა გოცირიძემ.