თორნიკე შენგელიამ მაგისტრის ხარისხი მიიღო

კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ინფორმაცია მის Facebook გვერდზე ვრცელდება.

„ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი – სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია. საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე, ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე. დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის“ – ამბობს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.