“მოდუნდით, უსიყვარულო ცოლებო, ქართველობას მე არ გართმევთ…“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„მამაკაცების ნატურა ყველგან ერთნაირია, ყველა კონტინენტზე..

ჯერ დაგსდევენ, ტვინს გი@@ნავენ, მერე რომ დაიქორწინებს ვინმე კიკიმორა თავის თავზე, ‘ქმარი’ გაინაღდოს, სულ ერთია, რომ არ უყვარს იმ ქმარს, ილუზიაშია, ოღონდ ცოლი ერქვას, მერე ის ქმარიც რომ გაინაღდებს ცოლს, რომელიც კმაყოფილია მხოლოდ იმით, რომ ცოლი ჰქვია ამ მამაკაცის და ტვინს უ@@ნავს, ცოლობით, მერე იმ მამაკაცს ახსენდება, რომ შენ მისგან არაფერი გსურდა, უბრალოდ მოგწონდა მასთან ყოფნა, ზოგჯერ, მსუბუქი ფლირტი/სექსისთვის/არაფრისმომცემისაუბრებისთვის და იწყებს შენი ტვინის ტ@@ვნას …

უსიყვარულო ქორწინების ვნებანი …

ქართველზე არაა, მოდუნდით, უსიყვარულო ცოლებო, ქართველობას მე არ გართმევთ …

დილას, ფიქრი მეტროში, როცა უკვე ცოლიანს გაახსენდა, რომ ჰაერივით სჭირდები… ადრე ფეხებზე მეკიდა, ცოლიანი/უცოლო, სულ ვამბობდი – მამაკაცი ბიჭი არაა, მე რა მედარდება, მე ხომ თავისუფალი ვარ, ის ღალატობს ცოლს, ჩემთან… მერე გავიზარდე და კითხვას შუბლში ვუსვამ: ცოლი გყაავს? are you married? marié? женат? – თან ვაყოლებ, არანაირი გეგმები არ მაქვს გათხოვებასთან დაკავშირებით, შენი ხასიათის თვისებები მაინტერესებს, რამდენად სანდო ხარ…
ნდობის ფაქტორია, სხვა კი არაფერი. თითქოს მხოლოდ სექსი..? არაა… რამდენად პატივს გცემს.. თუ სხვა ქალს – თავის ცოლს – არ სცემს პატივს, შენ ხომ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიხარ და ასე არ ვთამაშობ, არ ითვლება.

პრინციპში, მე არავინ არასოდეს ‘მმალავდა’, რას დამმალავ საქართველოში, თან ვიცი, მესმოდა სხვა მამაკაცებისგან – აუ იმას რატომ ‘გაუსწორე’, გგონია, მე ნაკლები კარგი ვააარ’ ..ბიჭები, boys…

სექსი არის ურთიერთობა, და ნდობაზეა, ნდობაზე….#insoutenablelegeretedelavie

#ფიქრებიმეტროშიდილას“, – წერს იუნა შაფათავა.