“თემირლანის სისხლში ამოსვრილ ტიპს და მისი ოჯახის წევრებს უნდა დავუჯეროთ და გმირებად ვაქციოთ?”

თემირლანის სისხლში ამოსვრილ ტიპს და მისი ოჯახის წევრებს უნდა დავუჯეროთ და გმირებად ვაქციოთ?”– წერს ფილოსოფოსი ლელა გაბრინდაშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილზე.

რამდენი კეთილშობილი, მუყაითი, პატრიოტი ადამიანი და რამდენი ღირსებასა და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახია ჩვენს ქვეყანაში?!

და ეს რა უგვანი და უზნეო წარმონაქმნები ტივტივებენ და წარმართავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს?!

ახლა თემირლანის სისხლში ამოსვრილ ტიპს და მისი ოჯახის წევრებს უნდა დავუჯეროთ და გმირებად ვაქციოთ??

თქვენ მართლა ცხვრები და თქვენსავით ყველაფერზე ხელისნომწერები ხომ არ გგონივართ?!”– წერს ლელა გაფრინდაშვილი.

აქვე გთავაზობთ მის კიდევ ერთ ფეისბუქ სტატუსს, ასევე სოსო გოგაშვილზე:

“ძალიან საინტერესო იყო სოსო გოგაშვილის სიტყვა სასამართლოზე.

მედია ამას ყურადღებას არ მიაქცევს და არც სასამართლო. ამიტომ მინდა გაგიზიაროთ.
გოგაშვილმა თქვა: როცა ხელები შემიკრეს,პირქვე დამაგდესო. ხელებზე საგნის შეხება ვიგრძენიო. ზუსტად ვიცოდი, თუ რას აკეთებდნენ: ხელზე სწორედ იმ იარაღს მადებდნენ, რომელიც უნდა ჩაედოთო.

ამის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელა თხრობა გოგაშვილმა. ცხადია, მოსამართლეს არ უკითხავს: საიდან იცით ასე ზუსტად ეს ყველაფერი, თქვენც ხომ არ გამოგიყენებიათ იგივე ხერხი მრავალჯერო?

ბოლოს განსასჯელმა ისიც თქვა, რომ ტერორიზმს საქართველოში მე გავავლე მუსრიო. აქაც არავის უკითხავს: ტერირისტებში თემირლანს გულისხმობთო?”– წერს ლელა გაფრინდაშვილი.