“ქართველების ჯგუფი დაერევა “ტურისტებს” და საშინელებას დამართებს”

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან-ძალიან მინდა, შევცდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მზადდება. ადრე თუ გვიან. მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით. იგივე, რაც საღორეს ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ან მოუმზადებია ნიადაგი ბევრგან:
მოხდება “საყოფაცხოვრებო კონფლიქტი” ღრუს ტურისტებთან. ფიზიკური. ვარიანტი შეიძლება მილიონი იყოს, მაგრამ ქართველი იქნება ჩაგრული და ღრუსი – მჩაგვრელი.
მერე ქართველების ჯგუფი დაერევა “ტურისტებს” და საშინელებას დამართებს.
და მერე ღრუსეთს ექნება გახსნილი ხელფეხი, ის დარჩენილი 40 კმ-ც გამოიაროს ტანკით.
მეგობარი და დამცველი მაინც აღარავინ დავიტოვეთ.”