“არაფერს ვიკლებ, როგორც ყოველთვის, მამაკაცების დახმარებით”

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფთავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გართობა არ დამვიწყებია, შეგახსენებთ, არც ცეკვა, არც არაფერს ვიკლებ, როგორც ყოველთვის, მამაკაცების დახმარებით
ძალიან გაპრანჭული ვარ, აქ განათება არ ვარგა…

დამეზარა დარბაზში გადაღება, ისედაც ყველა მე მიყურებს, ისევ ….

დღეს, დიდი ხნის შემდეგ, გავიხსენე, ვინ ვარ და ბარმენს ვუთხარი: 1 part of vodka Absolut, 2 parts of prosecco and cherry sweet.. wow აი ეს მესმისო.. გავიხსენე, ახალგაზრდობის Absolut Royal კოქტეილი, დარდიანობის, უფულობის და უდარდელობის დროს რომ მისხამდნენ, თბილისში და ვერთობოდით ცეკვა ცეკვით ფეხების გაძრომამდე

დაიმახსოვრეთ: 1 პორცია vodka absolut, 2 პორცია პროსეკო ან შამპანური და ალუბალი… ოღონდ იცოდეთ, დილას ადგომა ძნელია მერე მე ხვალ
არჩევნებზე ვმუშაობ, არა უშავს, ფანტასტიური სექსის მერე საოცარ ადამიანთან არ გამიჭირდება ადგომა

მოდის ჩემი ყველაზე საყვარელი სეზონი ნიუ-იორკში, indian summer, გრილდება და ემოციები თბილდება…..

მთავარია, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: მორჩა, მე დღეიდან სხვა ადამიანი ვარ.

ვიცხოვროთ აქ და ახლა, არანაირი სინანული, არანაირი სინდისის ქენჯნა ან მომავალზე წუხილი.. მხოლოდ ასე შეიძლება ბედნიერების შეგრძნება სრულად.
ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ…”, – წერს იუნა.