“ჩემს მშობლებს, ზუსტად ვიცი, მისი შვილობით ერთი დღეც არ გაუხარიათ”

სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ვეძებ” ქალის წერილი ვრცელდება, რომელშიც მისი ოჯახის ისტორია არის ასახული. ის საკუთარი ოჯახის მაგალითზე, მიმართავს წყვილებს და სხვისი შვილის შვილებისგან ნთავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დავწერე წავშალე და მაინც დავწერ. მოკლედ, წლები ჩემს მშობლებს არ ჰყავდათ შვილი აიყვანეს ჩემი ძმა და 4 წლის შემდეგ გავჩნდი მე გოგონა. ასე ვიზრდებოდით და-ძმა ერთად, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის ჩემი ნაწილი არ იყო. ერთ დღეს ტაძარში სალოცავად შესულს, 11-12 წ ვიქნებოდი, მესანთლე ქალმა მკითხა: ვისი შვილი ხარო? – მეც ვუთხარი. გამოსვლისას კი გვერდით მყოფს გადაულაპარაკა, ეს ნაშვილები ბავშვი როგორ გავს დედასო. იქვე გავქვავდი და გავიყინე..ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ ნაშვილები მე კი არა ჩემი ძმა იყო..რაც შეეხება ჩემს ძმას, მშობლებმა არაფერი დააკლეს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, მაგრამ ჩემი ძმა ყოველთვის საშინლად ექცეოდა და ექცევა დედ-მამას. სულ ჩხუბობდა და არავის გვზოგავდა. მე გავთხოვდი და წამოვედი თავისთავად იმ სახლიდან. არ მიყვარს იქაურობა. მთელი ბავშვობა გამიმწარა. ჩემს მშობლებს კი ზუსტად ვიცი, მისი შვილობით ერთი დღეც არ გაუხარიათ. ასე რომ, ნურავის შვილს იშვილებთ, ხალხნო, იმ იმედით, რომ ბედნიერებას მოგიტანთ ან თუ მაინცდამაინც იშვილებთ, დაისვით და უთხარით სიმართლე, სანამ ვინმე მეზობელი თუ ნათესავი წამოაძახებს და სამუდამოდ დაუნგრევს ბავშვს ფსიქიკას”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.