“ასეთ საზოგადოებაში ვის რა ფეხებად უნდა ხალხნო მაგათი ნათამაშები რაგბი”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, – მათ გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა და მცხეთაში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ. ანუ გესმით, რა ხდება?

ტიპებმა იცოდნენ, რაც მოხდა და მთელი ქვეყანა, ოჯახი, პოლიცია, საზოგადოება, სამი დღე ეძებდნენ ბავშვს, მდინარეში ხომ არ დაიხრჩო, იქნებ ცოცხალი იყოსო…

აი, ასეთ საზოგადოებაში ვის რა ფეხებად უნდა ხალხნო მაგათი ნათამაშები რაგბი, გნებავთ ფეხბურთი და გნებავთ ბალეტი, ან საერთოდ ნებისმიერი პროფესია?

„ნუ დავღუპავთ მაგათ მაინც“– ამ უპასუხისმგებლო და ტუტუცურმა მორალისტებმაც მოკლეს ის ბიჭი რომ იცოდეთ!”- წერს ჟურნალისტი.