“გათხოვილი ქალი სოც ქსელით, შოპინგით და მსგავსი რაღაცეებით არ უნდა იყოს დაკავებული”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისაბედ დევაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხუმრობა იქით იყოს და ძალიან გამაღიზიანებელი თაობა მოდის! განა ბავშვები არიან დამნაშავეები არა!

მათი მშობლები, შეუღლებიდან რამოდენიმე წელში შემცვლელებს ეძებენ ამ დროს კი ბავშვს აკლია აღზრდა ყურადღება და სხვა ბევრი რამ! მეც ვიყავი პატარა მეც ვიზრდებოდი და დღემდე ვიზრდები ტრადიციულ ოჯახში, მასწავლეს თუ სად როგორ და რანაირად მოვქცეულიყავი, (მახსოვს მაგიდაზე რომ ტკბილეული ელაგა ველოდებოდით სტუმარი როდის წავიდოდა რომ აგვეღო) გაგებედა და მაგიდასთან ახლოს მისულიყავი! დღეს 12 13 წლის ბავშვები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ ვის რა დონის ტელეფონი აქვს,ეს ყველაფერი აღზრდიდან მოდის!!! მეცოდება ესეთი მშობლები ვისაც მსგავსი შვილები ეზრდებათ! ბებო ხშირად იტყვის და დღემდე ჩვენს ოჯახში უფროსი როდესაც შემოდის ფეხზე ვდგებით, დღევანდელი თაობა კი ზედაც არ გიყურებს…სამწუხაროა ეს ყველაფერი!გათხოვილი ქალი სოც ქსელით შოპინგით და მსგავსი რაღაცეებით არ უნდა იყოს დაკავებული…ეს დრო შეგიძლიათ დაუთმოთ თქვენს შვილს და სამაგალითოდ აღზარდოთ ის!ბევრი გამოხტება ეხა და იტყვის ეგ ადრე იყო ახლა სულ სხვა დროაო,
არა ზრდილობა და პატივისცემა ნებისმიერ დროში ფასობს თქვენ ხართ მაგალითი იმისა რომ სწორად აღზარდოთ თქვენი შვილები!!!