“70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა”

ცნობილი ბალერინა, მსახიობი, მაკა მახარაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ ადამიანი ასაკს არ უნდა ემალებოდეს.

“38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს. გავედი პენსიაზე. გაზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები.. სადღაც 34-35 წლისთვის, უკვე ძალა არ გაქვს..

ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაცია გარე სამყაროსგან.

ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ..

რაც შეეხება რჩევებს, მე გიჩვენებთ, 70 წელს ზემოთ რა ხდება, 70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე.

ყოველთვის მინდოდა, მაგრამ თავიდან ჩვენი თაობა მაინც მიჩვეული იყო იმ აზრს, რომ ეს ციხიდან გამოსული ადამიანს ჰქონდა, ახლაც არ მომწონს მთელ სხეულსა და სახეზე რომ აქვთ, მაგრამ ასეთი რამ სულ მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა. და ერთ დღესაც მივხვდი, რომ არ მრცხვენოდა“, – თქვა მაკა მახარაძემ.