“ახლა ნამდვილად არ ვარ ურთიერთობაში, დავშორდით, დავასრულეთ “

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, სალომე კაპანაძე და კახი მახარაძე დაშორდნენ.

მითქმა-მოთქმა გამოიწვია კახი მახარაძის ინსტაგრამ სთორებმა, სადაც ის ირიბად შეურაცხმყოფელ ფრაზებს წერდა.


სალომე კაპანაძე დაშორების დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

“პირად ცხოვრებაში რაღაცები რომ ხდება, სკანდალი არ არის. ჩემი პირადი ცხოვრებაა, მართლაც დავშორდით, მაგრამ ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. რაღაც სქრინებს მიყრიან, მაგრამ ამ ყველაფრით არ ვინტერესდები. თუ რამე შეურაცხმყოფელი იწერება ჩემზე, ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არაა.

ახლა ნამდვილად არ ვარ ურთიერთობაში, დავშორდით, დავასრულეთ. ჩემზე რაც წავიკითხე და ყური მოვკარი, ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა. სიმართლეს არაფერი შეესაბამება, ეს არის ბოროტული გეგმის ნაწილი. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ შემთხვევაში, სასამართლო არაფერ შუაშია.“ – ამბობს სალი კაპანაძე.