„ძალიან დიდი ენერგია უნდა ჩადო პარტნიორსა თუ მეგობარში, მაგრამ ისინი ბოლოს იმედს გიცრუებენ…“

მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორია ახლა მისი პირადი ცხოვრება:

„ძალიან დიდი ენერგია უნდა ჩადო პარტნიორსა თუ მეგობარში, მაგრამ ისინი ბოლოს იმედს გიცრუებენ. როცა მოლოდინი არ გაამართლებს, ვხვდები, რომ დროა, მთელი შინაგანი რესურსი საკუთარ თავს მოახმარო. ამ ზაფხულს მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე, ერთი თვით საცხოვრებლად წავედი ესპანეთში. ეს პერიოდი ვსწავლობდი და ვაკეთებდი იმას, რაც მესიამოვნებდა. ვათვალიერებდი ღირსშესანიშნაობებს, ვესწრებოდი კონცერტებს, ვსერინობდი, ვისვენებდი. ესპანური კარგად ვიცი და იქ ყოფნა გამიადვილდა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ფუფუნება არასდროს მქონია, მოვიხსენი ყველანაირი პასუხისმგებლობა და მარტომ დავისვენე…“