როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძის აგარაკი მცხეთაში

მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ პანდემიის პერიოდი თავის აგარაკზე, მცხეთაში გაატარა. დუტა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეობს მცხეთის აგარაკიდან.

ამჯერად სხირტლაძე მზის ამოსვლის ვიდეოს გვიზიარებს, დილის 5 საათზე.

„ამოვიდა თვალსა და ხელს შუა, თუ მთასა და ბარს შუა“ – წერს დუტა ვიდეოზე.

ფართო საზოგადოებამ დუტა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო, დღეს კი მისი სამსახიობო კარიერა ყველასთვის კარგად არის ცნობილი.