“ნუ ცდილობთ ამ ადამიანს ცილი დასწამოთ, არ გამოგივათ!“

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, მუსიკოსი ზურა ხაჩიძე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნინოს დიდი ხანია ვიცნობ და მის წესიერებაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი! მახსოვს მისი პირველი სამუშაო დღე „პირველ არხზე“, 2002 წელი ან 2003 – ამ წლებიდან ვიცნობ და ის უაღრესად კარგი ადამიანია, პროფესიონალი თავისი საქმის!

ნუ ცდილობთ ამ ადამიანს ცილი დასწამოთ, არ გამოგივათ!“ – წერს ზურა ხაჩიძე.