“მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენზე ამბობენ, მოკვდაო”

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ლელა წურწუმიას გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” სახალისო ისტორიას იხსენებს.

“კახეთში ერთი ძალიან ცნობილი მომღერალი პაპა გარდაიცვალა და დავწერე, რომ კახური სიმღერების უკანასკნელი, ძველი მოჰიკანი წავიდა ამ ქვეყნიდან. იმ თაობაში ნამდვილად ასე იყო. სააგენტოებმა ამ სტატუსების გადატანა იციან ხოლმე.

იმ კაცის ფოტოს ნაცვლად, ჩემი ფოტო დადეს და დააწერეს, რომ კახური სიმღერების ბოლო მოჰიკანი გარდაიცვალა. ყველამ იფიქრა, რომ მე მოვკვდი. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ როგორ ვიყავი. ჩემმა “პრარაბმაც” დამირეკა და მკითხა, ცოცხალი ვიყავი თუ არა”, – საუბრობს გიორგი უშიკიშვილი.