ნოდარიე რომ მეტრად ჰყავთ ზოგიერთებს გამოცხადებული, იმათთვის ან კანონს რა მნიშვნელობა აქვს და ან ეთიკას?!

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ფეისბუქში წერს:

“ჟურნალისტს აქვს კითხვის დასმის უფლებაო – წეღან, წამყვანმა რ2-ზე შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ერთ-ერთ ადვოკატს უთხრა და შეეცადა, კოლეგიალური მხარდაჭერა გამოეცხადებინა ნოდარა მელაძისა და თიმსალა მარიამ გაფრინდაშვილის მიერ გამომცხვარ “გამოძიებასთან” დაკავშირებით, სადაც ამ ორმა სულელმა მკვლელად გამოაცხადეს ადამიანი, რომელიც შეიძლება შემხებლობაშიც არ იყოს დანაშაულთან.

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, შეგახსენებთ მაინც:
ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება კი არა, ვალდებულება აქვს! ეგ ერთი და მეორეც – არა თუ ჟურნალისტს, არავის აქვს უფლება დამნაშავედ გამოაცხადოს პირი, სანამ მას ეს დანაშაული სასამართლოზე არ დაუმტკიცდება.

მოკლედ, თუ მელაძემ წარმოუდგენელი გააკეთა მორიგ ჯერზეც და დამნაშავედ გამოაცხადა საქვეყნოდ უდანაშაულო ადამიანი, ეგ კითხვის დასმის უფლება კი არა, დანაშაულია და უდანაშაულობს პრეზუმფციის დარღვევა.

და საერთოდ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას მანამ მოკიდებს ადამიანი ხელს, ცოტა კანონებში უნდა გაერკვეს მეთქი, ბევრჯერ მითქვამს. მაგრამ, ახლა, ჩვენ ქეყანაში რომ ყველაფერი მოსულა და ნოდარიე რომ მეტრად ჰყავთ ზოგიერთებს გამოცხადებული, იმათთვის ან კანონს რა მნიშვნელობა აქვს და ან ეთიკას?! – ჰოდა, კითხვაც დაისმება და შეფასებაც ითქმება, მათ შორის ჟურნალისტების მისამართითაც! ასეა ეს!

მთავარი პრინციპი კი მაინც ისაა მართლმსაჯულებისას, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს! დამნაშავის დასჯა ამის შემდგომი პრინციპია! – მაინც, რომ იცოდეთ. ანუ, სჯობს დამნაშავე გარეთ დარჩეს, ვიდრე უდანაშაულო ჩავსვათ ციხეშიო – ასე მიაჩნიათ მათ შორის ამერიკაშიც – მაგრამ ჩეკისტებისგან არ განსხვავედებიან ზოგიერთები და ვატყობ, ვერც გაიგებენ ამას.“- წერს ლელა კურდღელაშვილი.