მესტიაში 13 წლის ბავშვს ეძებენ

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში დაიკარგა 13 წლის ილია ფილფანი.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ილია სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, ველოსიპედით გავიდა. ეხურა კეპი და აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი. ახლობლები მას გუშინ, შუადღის შემდეგ ეძებენ.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე ☎️ 591 54 26 53; 595 40 94 84.

👉 გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.