“ფსიქიატრებიც უძლურები არიან უკვე, ისეთები წავიკითხე”

ექიმი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში განგაშს ტეხს. ნარკოლოგის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთან მიმართ საზოგადეობის ნაწილისა და მედიის მხრიდან მიმდინარეობს ბულინგი, რაც მათი ფსიქიკისთვის საზიანოა და შესაძლოა საბოლოოდ სავალალო შედეგები დადგეს.

„არ ვწერდი ამ თემაზე არაფერს მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდა რაც ხდება. სად ხართ ბავშთა უფლებების ან საერთო უფლება დამცველები ამდენ ბავშვს რომ აბულინგებენ არავინ ფიქრობთ ბავშვების ფსიქიაზე? ისედაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ და კიდე აბულინგებთ არღვევთ უდნაშაულობის პრეზუმციას. რავი რეებს წერთ ან რეებს ლაპარაკობთ??? რომელიმე ამ ახალგაზრდამ რომ სუციდით დამთავროს ცხოვრება მერე როგორ უნდა იცხოვროთ ???

რა უბედურება ხდება შვილმკვდარ დედას აბულინგებენ, ოჯახს აბულინგებენ, ეს რა ხდება, ვის უნდა დაუჯერო ან რა უნდა მოისმინო არ ვიცი. რას შვებით გონს მოეგეთ დაანებეთ ამ ბავშვებს თავი და ოჯახს არა ვიცი ეს რა არის და რა ხდება? სულ გააფრინეთ ამ არჩევნების წინ?? ფსიაქტრებიც უძლურები არიან უკვე ისეთები წავიკითხე ამ დღების მანძილზე“- წერს სიხარულიძე.