ასე გამოიყურება ცოტნე გამსახურდია ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ – რას წერს ოჯახი?

კონსტანტინე გამსახურდია ძმას, ცოტნე გამსახურდიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის.

ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო

გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი

თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.