“მე მიყვარს თავგადასავლები, მაგრამ ორი პატარძალი გვყავს აცრემლებული თვალებით”

უხვი ნალექის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელი გზა პარალიზებულია. ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ფოტოს ავრცელებს და წერს:

„მახინჯაურის დატბორვის გამო ბათუმის მიმართულებით არ გვიშვებენ, აღმოჩნდა რომ მანქანების ნაწილი უკვე 2 საათია აქ დგას. მე კარგი, მიყვარს თავგადასავლები, მაგრამ ორი პატარძალი გვყავს აცრემლებული თვალებით, ეს დღე რომ არ დაავიწყდებათ”, – წერს ფეისბუქმოხმარებელი.