“უცხოელი მსაჯები კორტებიდან აძევებდნენ მის მეუღლეს”

თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

კროკო.ჯი….სამარცხვინო საიტი ხართ. შეყრილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შურით და ბოღმით გაჟღენთილი ხელმოცარული ექს სპორტსმენებით და ჩოგბურთელებით და თან ფულსაც იხდით და ასპონსორებთ თქვენს ღვარძლიან სტატიას ამ წარმატებული და უდანაშაულო, დიახ, უდანაშაულო სპორტსმენის მიმართ.

რატომ იმ ძალადობაზე არ წერთ უცხოეთის მნიშვნელოვან ტურნირებზე თამაშის დროს, კორტებზე კონფლიქტებისა და სცენების მოწყობისთვის უცხოელი მსაჯები რომ მოედნებიდან აძევებდნენ მის მუღლეს?? თუ ასეთი ამბები არ ითვლება ძალადობად?

საბედნიეროდ ის ცნობილი ჩოგბურთელია თქვენ კი ერთი ხელმოცარული, დაბოღმილი კროკო-პროკო მისი შურიანი სტაფით!! ასე რომ, წერეთ და იკითხეთ თქვენივე სექტისათვის.
შევხედე რომ სულ ცუდს წერთ მასზე სხვა სტატიებშიც და საოცრად სუბიექტურები და მიკერძოებულები ხართ!!
ერთი სიტყვით: ყელში გყავთ გაჩხერილი! ეს ადამიანი ჩემი არაფერია, არც ვიცნობ, მაგრამ მეც გამოვცადე თუ რას ნიშნავს ცნობილ და წარმატებულ ადამიანზე თქვენნაირი მშიერი გიენების ხროვისებრი თავდასხმა და იგივე სიტუაციაშია ეხლა ეს ადამიანიც!!
პ.ს.ისევ მე მიმადლოდეთ რომ გაგიკეთეთ ირიბი რეკლამა თქვენი უსახური სტატიის გაზიარებით.”