„დააღო პირი ქართულმა მიწამ და დაიწყო უდანაშაულო ახალგაზრდების შთანთქმა“

„ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის ხელმძღვანელი, პედიატრი ინგამამუჩიშვილიშატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ემოციური პოსტით ეხმიანება:

„ადამიანებო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვას!! ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველა ტრაგედია, არის გაუმაძღრობის, უპასუხსმგებლობის, უტიფრობის, დაუსჯელობის სინდრომის მკვეთრი გააქტიურების და ზოგადად უპატრონობის და უკონტროლობის გამო… ამიტომაც დააღო პირი ქართულმა მიწამ და დაიწყო უდანაშაულო ახალგაზრდების შთანთქმა! იქნებ დავამარცხოთ გავეშებული სიკვდილი ჩვენი გონიერებით! დავფქრდეთ თითოეული ჩვენგანი და განსაკუთრებით ისინი, ვისაც ადამიანთა სიცოცხლეზე ზრუნვა ევალება!! გამოდით, გამოდით გარეთ ხალხში, ჩამოდით ჯიპებიდან, იარეთ ფეხით, ხელით შეეხეთ ყველაფერს, ჩასხედით სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში, ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული დეტალი, რომელიც ადამანთა ბედს წყვეტს!!! გლოვის დღეა დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს ფაქტიც დავიწყებას მიეცემა როგორც მრავალი სხვა და არავის აღარ გაახსენდება და უფრო მეტიც არც მოუნდება ამხელა უბედურების მომტანი საგზაო შემთხვევის მიზეზის შესწავლა! შიდა ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას ელემენტარული რაღაც უნდა გააკეთო მაინც, ტრანსპორტი მოაწესრიგო და მძღოლის ფსიქიკური ჯანმრთელობა და სიფხიზლე შეამოწმო (ამდენ ადამიანზეა პასუხისმგებელი), თორემ სოციალურ ქსელებში მოთქმა-გოდება და დროშების დაშვება ვერაფერს მოგვიტანს!!! გულგრილობა მკაცრად დასჯადი უნდა იყოს! იქნებ ასე, ყველამ ერთად შევძლოთ თვით სიკვდილიც მოვკლათ!!!“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.