„ჩემს აფხაზ ძმებს მთელი გულით ვულოცავ „აღიარების დღესასწაულს“

ნიკოლაი ბასკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ „აღიარების დღესასწაული“ სოციალურ ქსელში გუშინ მიულოცა. ბასკოვმა მილოცვის წერილში აღნიშნა, რომ „აფხაზი ძმებისთვის“ ის გრანდიოზული კონცერტის გამართვას აპირებს, სადაც ვეტერანებსაც ეპატიჟება.

„ჩემო მეგობრებო. დღეს აფხაზეთისთვის დიდი დღესასწაულია – “აღიარების დღესასწაული”. ზუსტად 12 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო.

მთელი გულით მინდა მივულოცო ჩემს აფხაზ ძმებს ეს დღესასწაული და ვუსურვო მშვიდობა. ვიცი, რომ ძმები, აფხაზები სისხლის ფასად იბრძოდნენ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ჩვენი ფონდი მთელი იზოლაციის პერიოდში ეხმარებოდა აფხაზ ვეტერანებს. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ვეტერანისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის გავმართოთ გრანდიოზული კონცერტი სოხუმის სტადიონზე, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება და არცერთი ჩვენი აფხაზი ძმის სიცოცხლე არ იდგება საფრთხის წინაშე. შემოსული თანხა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად გადაიგზავნება“ – წერს ნიკოლაი ბასკოვი