“არ გამუნათებთ და არც ჩემი თავი მგონია ვინმეზე მეტი. პატივისცემით მოგმართავთ”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელიც სიონის ტაძარშია გადაღებული და მოქალაქეები დახმარებას იღებენ:

“კეთილო ხალხო, ადამიანებო!

სიონის საკათედრო ტაძარში გადაღებულ ვიდეოს რომ აზიარებთ და ხალხის შიმშილობას რომ უსვამთ ხაზს, მაპატიეთ, მაგრამ ცოტა გონებასაც მოუხმეთ.
განა, წყურვილის გამო ცდილობს ხალხი ნაკურთი წყლის აღებას 19 იანვარს?!
ამჯერადაც, განა, იმიტომ ცდილობდნენ პურის და ტკბილეულის აღებას, რომ ერთი პურის ყიდვა არ შეუძლიათ?!
ზეთისცხებაც გაიხსენეთ, როგორ ცდილობს ხალხი ნაკურთხი ზეთის შინ წაღებას!
ნუ შეურაცხვყოფთ მორწმუნეებს, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის რელიგიურ გრძნობებს!

არ გამუნათებთ და არც ჩემი თავი მგონია ვინმეზე მეტი. პატივისცემით მოგმართავთ.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.