„წესიერ ქვეყანაში, ეს ამაზრზენი ქალი და ის ტუტანხამონის შთამომავალი კაცი, ციხეში ისხდებოდნენ“

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ წესიერ ქვეყანაში ისინი, ციხეში ისხდებოდნენ. პატარაია იმასაც აღნიშნავს, რომ ქალბატონი ირმა და ბატონი დავითი რუსეთში არიან „გადასაყრელები“.

„აი ეს ამაზრზენი ქალი და ის ტუტანხამონის შთამომავალი კაცი უნდა გადააბა ერთმანეთს და გადაყარო რუსეთში ისე, რომ ტურისტად აღარ ჩამოადგმევინო ფეხი საქართველოში. წესიერ ქვეყანაში საერთოდ ციხეში ისხდებოდნენ საკმაოდ მრავალფეროვანი ბრალდებით“, – წერს ბაია პატარაია.