“აჭარული ხაჭაპური 16,5 ლარი ღირსო და იმ ხაჭაპურს ხე კი არ ისხამს აჭარაში…”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ასლან ფაღავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“აჭარული ხაჭაპური აჭარაში 16,5 ლარი ღირსო, წერია ერთგან და არის ერთი ჟრიამული და აჭარელთა გმობა

იმ ხაჭაპურს, აჭარული რომ ჰქვია, ხე კი არ ისხამს აჭარაში. იგივე ყველი, კარაქი, კვერცხი და ფქვილი უნდა, რაც სხვაგან… გაზიც, სხვათა შორის, გამოსაცხობი ღუმელიც საკმაოდ ძვირი ღირს, შენობის დაქირავებაც ძვირია ბათუმში, მოგეხსენებათ და მცხობელსაც, მიმტანსაც და დამლაგებელსაც ოჯახები ჰყავთ სარჩენი…სახელმწიფოსაც თავისი ერგება, როგორც სხვაგან…

ამას წინათ, სამმა კაცმა გეახელით 20 ხინკალი და სამი ქაბაბი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში….იცით, რამდენი გადავიხადეთ?”