დუეინ ჯონსონის ოჯახს კორონავირუსი დაუდგინეს

48 წლის ამერიკელ მსახიობს, პროდიუსერსა და ბიზნესმენს დუეინ ჯონსოს კორონავირუსი დაუდგინეს, ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ, რამდენიმე საათის წინ კი CNN-მა ის ოფიციალურად დაადასტურა. როგორც აცხადებენ, კოვიდ-19 როგორც ვარსკვლავს, ასევე მის ოჯახის წევრებსაც, მეუღლეს და ორივე ქალიშვილს დაუდგინეს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.