“ნანული ჟორჟოლიანისთვის კარანტინში პირსახოცი არ გამოუცვლიათ”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“ეთეიშენ! ეთეიშენ!

ნანული ჟორჟოლიანისთვის კარანტინში პირსახოცი არ გამოუცვლიათ…

ვინ არ გამოუცვლა? რატომ არ გამოუცვალა? ვის უნდოდა ცნობილი ჟურნალისტის აყროლება? ხომ არ იყო ვინმეს მიზანი, რომ ნანულის ოფლის სუნით კარანტინში ბევრი ხალხი გაგუდულიყო, რომლებსაც შემდეგ კორონას მსხვერპლებად გაასაღებდნენ? წაიღო თუ არა სახლში ნანულისთვის განკუთვნილი გამოსაცვლელი პირსახოცი ბიძინა ივანიშვილმა და მოხმარდება თუ არა იგი დენდროპარკში ფლამინგოების სკინტლის მოწმენდას? ხომ არ მიჰყიდა ნანულის პირსახოცი სამმა მაღალჩინოსანმა სომხეთს ყარაბაღის ომისთვის? რა მოქმედებაა, რა ვითარებაა და რა კავშირი აქვთ ამ ყველაფერთან ბერა და უტა ივანიშვილებს?

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება იხილეთ ,,ნოდარ მელაძის შაბათში“, – წერს ჯაბა ხუბუა.