“არ გეკადრება, დავით, შენი პრეტენზიის მქონე ლოტბარს, მეგრულისადმი ასე აგდებული დამოკიდებულება”

ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შესრულებულ სიმღერას აკრიტიკებს.

“~ვინმემ ხომ არ იცით, რა ენაზე მღერიან?
~ ამ ცნობილ ანსამბლს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როცა მისთვის ხელმიუწვდომელ ენაზე მღერის. რა პრობლემა იყო ტექსტის გამართვა???
~ უხერხულია ამის საჯაროდ გამოტანა.
~ არ გეკადრება, დავით, შენი პრეტენზიის მქონე ლოტბარს, მეგრულისადმი ასე აგდებული დამოკიდებულება, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ამ სიმღერის წმინდად ეროტიკული შინაარსი ყოვლად შეუფერებელია მცირეწლოვანი გოგონასთვის შესასრულებლად, როცა ზრდასრული მამაკაცი პატარა ბავშვს ეარშიყება.
~ სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ!!!” – წერს ღვინჯილია.