“გოგო, რომლის ჩახუტებაც ყველაზე დიდი საჩუქარია, კოვიდსასტუმროშია გამოკეტილი”

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

უცნაურზე უცნაურია წელს ჩემი დაბადების დღე. გოგო, რომლის ჩახუტებაც ყველაზე დიდი საჩუქარია, კოვიდსასტუმროშია გამოკეტილი და მეხუთე სართულიდან ასე დისტანციურად მიგზავნის კოცნებს.

ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ყველაზე დიდი სურვილი კი ნინუცას მალე გამოჯანმრთელებაა, რომ ძველებურად ჩავეხუტო ჩემს ყველაზე მაგარ შვილს.“ – წერს ნანა ლეჟავა.