“რატომ არ იქმნება ანტიკოვიდ საწუწნი კანფეტები?”

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის წინააღამდეგ საწუწნი აბების შექმნას ეხმაურება.

„როგორც გავარკვიეთ, covid 19-ის ბაქტერიები ძირითადად ყელში მოხვედრის შემდეგ მრავლდება, ნეტავ, რატომ არ იქმნება ანტიკოვიდ საწუწნი კანფეტები ან საღეჭი რეზინები სპირტის შემცველობით და სხვადასხვა არომატებით, თითოეული ხომ მინიმუმ 15-20 წუთი ჩერდება პირში?“, – წერს ხატია წერეთელი.