“მთელი ოჯახი გამოვიკეტეთ შინ”

ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნესა და მწერალს, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ოჯახს რინოვირუსი აქვს. ლორთქიფანიძე მოქალაქეებს მიმართავს და ეუბნება, რომ შესაძლოა კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდეთ, თუმცა სეზონური გრიპი დაუდასტურდეთ.

„მთელი ოჯახი გამოვიკეტეთ შინ. პირველ რიგში, არ ინერვიულოთ, ყველაფერს გავუმკლავდებით.

ჩემთვის ყველაფერი შაბათს დაიწყო, ჯერ ყელის ტკივილი ვიგრძენი, მერე სისუსტე… სიცხე ჯერ არ მქონდა. კვირას წავედი PCR ტესტის გასაკეთებლად. გავიკეთე და დაველოდე პასუხს. ამასობაში ყელის ტკივილმაც მიმატა და შიგადაშიგ ხველებაც დამეწყო.

პასუხი ორშაბათს მოვიდა. ნწუ-ო. არ მაქვს კორონავირუსი.

სამაგიეროდ მთელ ოჯახს გვაქვს რაღაც რინოვირუსი თუ ჯანდაბა, ვიცრემლებით და ვართ ასე.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ტკივილზე კორონა არ გეგონოთ, შესაძლებლობის შემთხვევაში – დააზღვიეთ პისიარ ტესტით (არაა იაფი სიამოვნება), თუმცა მაინც გაფრთხილდით, არც ეს სეზონური გრიპია კაი ამბავი.

პ.ს. თან მიტყდება რაღაც პონტში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი რომ უბნის ჩხუბში დაჭრილიყო, ეგეთი ამბავია“, – წერს ლორთქიფანიძე.