„მაუგლის პაციენტები“ – „სექტა საქართველოში“

კომპანია „ჩიზქეიქერის“ დამფუძნებელი ნინო გუგეშაშვილი, ფეისბუკის პირად გვერდზე, ჯგუფიდან „მაუგლის პაციენტები – ბედნიერი მშობლები“ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ექიმი და პაციენტია გამოსახული. ქალს ჩვილი ბავშვი ჰაერში ჰყავს გატყორცნილი. როგორც ირკვევა, ის პატარებს ამ ფორმით ავარჯიშებეს.

გუგეშაშვილი ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვებს ე.წ მაუგლის პრინციპებით ავარჯიშებს, კორონავირუსს არ აღიარებს და პაციენტებთან ოჯახში, პირბადისა და ყოველგვარი რეკომენდაციების დაცვის გარეშე დადის:

„არსებობს ასეთი ჯგუფი, „მაუგლის პაციენტები-ბედნიერი მშობლები“ ეს ფოტოც, ამ ჯგუფიდან გავრცელდა, ავტორი, სავარაუდოდ ბავშვის დედა ასე ასათაურებს: „1 კვირის პაწუა და ქეთი ექიმი“ და ძალიან ამაყობს ამით.

მსგავსი მოძრაობები და ვარჯიშები, კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვისთვის, მედიცინაში ამას შენჯღრევის სინდრომს უწოდებენ და ამის გამო დასარწევ საწოლებსაც კი აღარ უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ჩვენი ძვირფასი ქეთი ექიმი უფრო სანდო და მცოდნეა ალბათ და ავარჯიშებს ბავშვებს.

ყველა ბედნიერებასთან ერთად ეს ქალბატონი ანტივაქსერიც გახლავთ და კიდევ უფრო საინტერესოა რომ სახლებშიც დადის პაციენტებთან ყოველგვარი პირბადის გარეშე . „კორონა არა ტოროლა“ მიმდევრებიც არ აკლია, სექტაა მოკლედ.

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს ადამიანი , IQ ტესტის ჩაბარება და ფსიქო უნდა მოითხოვებოდეს როგორც მინიმუმ.

რა დააშავებს ამ ბავშვებმა, მშობლებში რომ არ გაუმართლათ ?“, – წერს ნინო გუგეშაშვილი.