“ვერ ეღირსებით მავნებლებო, ჯარის იმიჯის დაკნინებას”

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცეპოლკოვნიკი, თამარ კიკნაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“ძნელია როცა შენი ქვეყნიდან შორს ხარ მაგრამ როდესაც იცი რომ შენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურები შენში გამონახვ ძალას, რომ გაუმკლავდე იმ მონატრებას, რასაც სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული და მონატრება ქვია.

მადლობა თითოეულ ქართველ ვაჟკაცს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ საზღვრებს გარეთ. ისინი პირნათლად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თავისზე დაკისრებულ ამოცანას მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ასრულებენ.

გულდასაწყვეტია და ნამდვილად ამორალური, რომ ზოგიერთი ვაი ქართველები ცდილობენ დააკნინონ ჩვენი ვაჟკაცების იმიჯი და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ღირსეულ მამულიშვილებს.

მეამაყება რომ ქართველი ვარ და ვდევარ ამ ღირსეული ვაჟკაცების გვერდით.

წარმატებები მინდა უსურვა ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. ჯანმრთელობა და მშობლიურ მიწაზე ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნება.

ვერ ეღირსებით მავნებლებო, ჯარის იმიჯის დაკნინებას და შეურაცხყოფას. თქვენგან განსხვავებით, მათ გულზე საქართველო აწერიათ, ისინი იცავენ ქვეყნის ინტერესებს.

მე ვამაყობ ქართული ჯარით, დღეს ჯარი იმაზე მეტად მოტივირებულია ვიდრე   ოდესმე, რამდენიც არ უნდა იძახოთ, არაო, სწორედ რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა ჯარის მოტივაცია რომ  ამაღლდა. სწორედ მასზეა ნათქვამი: ცუდა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო.

მჯერა, რომ ყველა ხვდება, სად სინათლეა და სად ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა. ის გზა რა გზაა, რომელიც ყველას ერთად ტაძრამდე არ მიგვიყვანს”, – წერს თამარ კიკნაძე.