“კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს…”

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმაურება .

„კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც იმედზე ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქეთ დისკრედიტებული და ჯამბაზი … ქრონიკას ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია!!! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით ...“,- დაწერა ირაკლი ჩიხლაძემ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, წუხელ გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქციიდან დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 ადამიანი დაშავდა.